Accessibility links

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში გაიხსნა „კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი,“ რომელსაც ათამდე ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ფორუმი, რომელსაც ტრადიციულად მასპინძლობს პოლონეთის ქალაქი კრინიცა, თბილისში პირველად ტარდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟითა და პოლონეთში დაფუძნებული "აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის" ორგანიზებით. „კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი" სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების, ბიზნესისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნას და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. თბილისში ფორუმი გახსნეს საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა, ანდჟეი დუდამ და ანდრეი კისკამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ფორუმის დღის წესრიგშია ევროკავშირთან ასოცირება, ენერგოუსაფრთხოება ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორების“ ქვეყნებში და პერსპექტიული სატრანზიტო არეალი. გაიმართება დისკუსიაც რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG