Accessibility links

პრეზიდენტი დუდა: საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია


საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ევროპის არსებობა - პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვები 26 მაისს, თბილისში გაიმეორა პოლონეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი კისკამ. მისი თქმით, 2010 წელს ავიაკატასტროფაში, რუსეთში დაღუპული ლეხ კაჩინსკი ბედნიერი იქნებოდა დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მე-100 წლისთავს აღნიშნავს და თბილისში იმართება კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.

„საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა, კრინიცის ეკონომიკური ფორუმი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებს“ - განაცხადა ანდჟეი კისკამ, რომლის აზრითაც, სრულად არ არის გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და პოლონეთს შორის.

კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს სასტუმრო „ჰუალინგი“ მასპინძლობს. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის პრეზიდენტმა - ანდჟეი დუდამ და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ანდრეი კისკამ. სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად, ისინი საქართველოში პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG