Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირში უნდა ვიხილოთ


ანდრეი კისკა
ანდრეი კისკა

„ჩვენ ვართ ერთი ევროპული ოჯახი“ ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ პოლონეთის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, 26 მაისს კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. კისკამ დასძინა, რომ სლოვაკეთი და პოლონეთი ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ძალიან მალე“ საქართველო იყოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში, არამედ - ევროკავშირის ოჯახშიც.

„როდესაც მეკითხებიან, რას ვფიქრობ ევროკავშირზე, მე ვპასუხობ, რომ ევროკავშირი არის არა პრობლემა, არამედ არის - გამოსავალი. დამოუკიდებლად არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მოაგვაროს, მაგალითად, კლიმატის ცვლილებასთან, მიგრაციასთან და ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები. დიდი ქვეყნებიც კი, დამოუკიდებლად ვერ გაართმევენ თავს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა. ანდრეი კისკამ და საგანგებოდ გაუსვა ხაზი რუსეთის პროპაგანდას, მიმართულს ევროკავშირის წინააღმდეგ.

კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც პოლონეთის გარდა, გარკვეული პერიოდულობით საქართველოშიც გაიმართება, სასტუმრო „ჰუალინგი“ მასპინძლობს. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის პრეზიდენტმა - ანდჟეი დუდამ და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ანდრეი კისკამ. სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად, ისინი საქართველოში პირველი რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG