Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ქეყნის მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობას და ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ 100 წელი შესრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, თანამედროვე ისტორიაში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებიდან. „1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო აშშ-ის ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცებაში. ქართველებს ღირებული წვლილი შეაქვთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის ავღანეთში, სადაც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახურობენ. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და მსხვერპლის გარეშე” - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ ამაყობს, რომ განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ნატოს წევრობისკენ სწრაფვის და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოელის კიდევ მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG