Accessibility links

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სავარაუდო თარიღად კვლავ 12 ივნისი დაასახელა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, შედგება. 26 მაისს, ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარეობს საკმაოდ შედეგიანი მოლაპარაკება, რათა დაუბრუნდნენ სამიტის ჩატარებას. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტი სავარაუდოდ, გაიმართება სინგაპურში, დაგეგმილ დღეს, 12 ივნისს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება.

დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ გააუქმა კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა და მიზეზად დაასახელა ფხენიანის მიერ ბოლო დღეებში გამოხატული აშკარა მტრობა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავაც მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად. მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა 25 მაისს დაადასტურა ფხენიანმაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG