Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულად მიულოცა


დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიმართა თბილისში, თავისუფლების მოედნიდან. „გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. დალია გიბაუსკაიტე საქართველოში 25 მაისს ჩამოვიდა პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად.

ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრულ ჟესტი იყო ლიეტუვის მიმართ, რომელმაც 3 მაისს, საქართველოს ადრინდელი სახელწოდება, Gruzia შეცვალა ავთენტური Sakartvelo-თი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG