Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად აღნიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


საქართველოს დროშის ფერებით განათებული ლიუბლიანის ციხე-სიმაგრე
საქართველოს დროშის ფერებით განათებული ლიუბლიანის ციხე-სიმაგრე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, სახელმწიფო დროშის ფერებით გაანათეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე, თურქეთის დედაქალაქში "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი,” ლიეტუვაში ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და „სამი ჯვრის მონუმენტი.”საქართველოს დროშები აღმართეს ესტონეთის ქალაქების, ტარტუს, პიარნუსა და ვილაინდის თვითმმართველობებმა. საქართველოს დროშები გამოიფინა ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. საქართველოს დროშა გამოიფინა ირლანდიაშიც, დუბლინის ცენტრში და კანადაში, ოატავის მერიის შენობაზე. ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მინდორზე გაკეთდა ყავავილების კომპოზიცია, რომელიც საქართველოს დროშას გამოსახავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქართული ჩოხით შემოსეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG