Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


დედოფალი ელისაბედ მეორე
დედოფალი ელისაბედ მეორე

დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის მოსახლეობას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. “დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ. წელს ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე ისე ამჟამინდელ და სამომავლოზე” - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG