Accessibility links

Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა


მუნ ჩე ინი და კიმ ჩენ ინი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში შეხვდნენ, აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დონის სამიტზე სასაუბროდ - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება ორ საათს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, მუნ ჩე ინი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შედეგებს 27 მაისს გამოაცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში უნდა გამართულიყო, თუმცა, 24 მაისს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეხვედრა გააუქმა ფხენიანის მიერ ბოლო ხანს გამოხატული აშკარა მტრობის გამო. ამასთან, 26 მაისს, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარეობს საკმაოდ შედეგიანი მოლაპარაკება, რათა დაუბრუნდნენ სამიტის ჩატარებას. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტი სავარაუდოდ, გაიმართება სინგაპურში, დაგეგმილ დღეს, 12 ივნისს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG