Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს რუსთავში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა


26 მაისს რუსთავში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ჯერ კიდევ დილით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა ახალგაზრდებს, გაიმართა დისკუსია 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე. პარალელურად, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა. პარკშივე მოეწყო შეჯიბრი სკეიტპარკში. მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -„რუსთაველია და გავიცნოთ“. იქვეა ყვავილების ფესტივალი, რუსთაველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა, ასევე, ფოტოგამოფენა -„დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე'', სპორტული ღონისძიებები (ფრენბურთი, კალათბურთი), ტურნირი ჭადრაკში, ქორეოგრაფიული კონცერტი. ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი ნემსაძისა და რუსთავის მერის მილოცვა.საღამოს გაიმართება დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წარმოდგენა - ინსცენირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ამბავი. ღონისძიებას დაასრულებს ანსამბლ "სალხინოს" კონცერტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG