Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გააცოცხლეს ისტორიული მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირება. თბილისი, 2018 წლის 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირება. თბილისი, 2018 წლის 26 მაისი

თბილისში, გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების და „დამოუკიდებლობის აქტის“ დამტკიცების ინსცენირება. რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მსახიობებმა გააცოცხლეს 100 წლის წინანდელი ისტორიული მოვლენა, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელზეც ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ და ის ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. 100 წლის წინ რუსთაველის გამზირს გოლოვინის პროსპექტი ერქვა, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კი კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG