Accessibility links

ორ მილიონამდე ავღანელის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება


ხორბლის მოსავლის აღება ჯალალაბადში

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის განყოფილება იუწყება, რომ ავღანეთში სულ მცირე 2 მილიონი ადამიანს ემუქრება სურსათის შემცირება გამანადგურებელი გვალვის გამო. ყველაზე უფრო მეტად დაზარალდნენ ავღანეთის დასავლეთის რაიონები, სადაც ხორბლის თესვა ან გადაიდო, ან 20%-ით შემცირდა, ზამთრის პერიოდში თოვლისა და ნალექის უქონლობის გამო. „ზამთრის ბოლო მოსავალი ბოლომდე დაკარგულად უნდა ჩაითვალოს“, - განაცხადა აბდულ მაჯიდმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელმა. ამავე უწყების ცნობით, გვალვის გამო 21 ათასი ადამიანი გახდა იძულებული მიეტოვებინათ სახლები ავღანეთის დასავლეთის პროვინციებში,ბადგესსა და გორიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG