Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი: მეტად დავეხმარებით საქართველოს


ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

საქართველოსთვის გამოიყოფა დამატებითი ფინანსური დახმარება და წელიწადში ერთხელ, საქართველოს საკითხზე გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„მოხარული ვარ, დღეს გამოვაცხადო, რომ გამოყოფილია დამატებით 40 მილიონი ევროს დაფინანსება ამ წლის ორმხრივი მიზნებისთვის. ამით 2014-2018 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ჩვენი ფინანსური დახმარება 597 მილიონ ევროს უტოლდება. ჩვენ გვაქვს ასევე შესაძლებლობა, რომ მაკროფინანსური დახმარების მიზნით საქართველოს გამოვუყოთ 45 მილიონი ევრო. ასევე, პრემიერ-მინისტრს დავპირდი, რომ ყოველწლიურად შედგება შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ თითოეული და ყველა ქვეყნის შემთხვევაში, მაგრამ მინდა, რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ წლიდან წლამდე“ - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც საქართველოში პირველი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი, როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლოს არის ჩემს გულთან და ახლოს არის ევროპელების გულთან, რადგან ჩვენ ვართ ისტორიის მიერ დაკავშირებული მეგობრები და პარტნიორები. მე ვარ ამაყი და ბედნიერი აქ ყოფნით დღეს, რადგან ეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის. მე წლების წინ დავპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს“ - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG