Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა „წყნარი რევოლუცია“ უწოდა აბორტის აკრძალვის გაუქმებას


ლეო ვარადკარი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი
ლეო ვარადკარი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი

ირლანდიის პრემიერ-მინისტმა, ლეო ვარადკარმა „წყნარი რევოლუცია“ უწოდა რეფერენდუმის შედეგებს თავის ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ 25 მაისს მხარი დაუჭირა 1983 წლიდან მოქმედი აბორტების საკონსტიტუციო აკრძალვის გაუქმებას. პირველი ოფიციალური შედეგების თანახმად, ისტორიულ რეფერენდუმში მონაწილეთა 66%-მა მხარი დაუჭირა იმ კანონის რეფორმირებას, რომლის თანახმად აბორტი კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, როდესაც ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვარადკარმა, რომელიც პროფესიით ექიმია, რეფერენდუმის შედეგებს „წყნარი რევოლუციის კულმინაცია“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ქვეყანა აბორტის შესახებ ახლ კანონს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG