Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში შევიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში შევიდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ (David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ნათქვამია საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG