Accessibility links

ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში უნდა ჩადგეს


26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. ”მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა”, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. მისი თქმით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პროგრესული და ხალხის სამსახურში მყოფი იყო, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს მემკვიდრე იყო. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG