Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებას მოითხოვს


საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს სთხოვს, რომ გაამარტივოს პროცედურები ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად. ამის შესახებ მან ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტს უკვე დაგეგმილი აქვს. გიორგი მარგველაშვილის თქმით არსებული კანონი მოქალაქეობის მიღების პროცესს ანელებს. ”თუ იქნება ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა საკითხისადმი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე არ იქნება რთული პროცედურები გასატარებელი, რაც ახლა არის განსაზღვრული. ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება და მივესალმები კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG