Accessibility links

ილია მეორე: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი


„უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი“ - ამის შესახებ კვირას 27 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. მან ისაუბრა ეკლესიისა და რუსთავი 2-ის ურთიერთობაზე: „ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება“.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა წირვა და მრევლს მიმართა. „ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ", - განაცხადა ილია მეორემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG