Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ოთხი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა


რუსი სამხედროების სირიაში
რუსი სამხედროების სირიაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ოთხი რუსი სამხედრო დაიღუპა სირიის დეირ ეზ-ზორის პროვინციაში. სამხედრო უწყების ცნობაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები დაიღუპნენ ექსტრემისტების ინტენსიური თავდასხმის შედეგად, რაც რამდენიმე მობილურმა ჯგუფმა წუხელ განახორციელა სირიის არმიის არტილერიაზე. ადგილზე დაიღუპა ორი რუსი ჯარისკაცი და ხუთი დაიჭრა. ორი ჯარისკაცი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით 43 ექსტრემისტი გაანადგურეს იმავე ბრძოლაში. რუსეთი სირიაში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში 2015 წლიდან ჩაება. მოსკოვი თავდაპირველად სამხედრო ავიაციითა და საჰაერო თავდაცვითი სისტემებით ეხმარებოდა. სირიელი მეამბოხეები და ექსტრემისტული ორგანიზაციები ჯერ კიდევ აკონტროლებენ სირიის ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთის გარკვეულ რაიონებს, ხოლო აშშ-ის დახმარებით მოქმედი ქურთების ალიანსი ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდი ნაწილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG