Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი მოქალაქეებს მოუწოდებს ლირაში გადაიყვანონ დოლარსა და ევროში შენახული ანაბრები


თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, რათა თურქულ ეროვნულ ფულად განზომილებაში, ლირაში გადაიყვანონ დოლარსა და ევროში შენახული თავიანთი ანაბრები და ამით ხელი შეუწყონ ეროვნული ვალუტის გაძლიერებას, როგორც ერდოანმა უწოდა, „უცხოეთის ვალუტით შეთქმულებების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. გასულ თვეში თურქული ეროვნული ვალუტა ლირა 16 %-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლირის ასეთი გაუფასურება წარმოადგენს „შეთქმულებას“ მავანი ანონიმური უცხოური ქვეყნებისა, რომლებსაც სურთ თურქეთის დასუსტება. „ჩემო ძმებო, ვინც ბალიშებში ინახავთ დოლარებსა და ევროებს, წადით და შეინახეთ თქვენი ფულები ლირაში. ჩვენ ერთად ჩაუფუშავთ ამ შეთქმულებას“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 26 მაისს, ქალაქ ერზერუმში გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე. მოსახლეობასთან ასეთი შეხვედრა ნაწილია საარჩევნო კომპანიისა, რომელიც 24 ივნისისათვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უძღვის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG