Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) მეორე ადგილი დაიკავა ნაცუ ბაშოს ტრადიციულ ტურნირზე


იაპონიაში, ცნობილ ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალში ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ფინალური ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე ჰქონდა, თუმცა იოკუძუნა კაკურიუმ, იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ჩემპიონი გახდა. ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორე ადგილი დაიკავა 13 გამარჯვებითა და 2 მარცხით. მოელიან, რომ ლევან გორგაძეს ოფიციალურად ოძეკობა სუმოს კომიტეტის შეკრების შემდეგ მიენიჭება, რადგან ქართველმა ამისთვის ყველა წინაპირობა შეასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG