Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ დიპლომატთა მცირე ჯგუფი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა ისტორიული შეხვედრის მოსამზადებლად


გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში, რათა გამართოს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესაძლო, უმაღლესი დონის შეხვედრის საკითხებზე. მედიის ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს აშშ-ის ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში სუნგ კიმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას 27 მაისს ესტუმრა. ამ ვიზიტის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მინიშნება, რომ კიმ ჩენ ინთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, შედგება. 26 მაისს, ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარეობს საკმაოდ შედეგიანი მოლაპარაკება, რათა დაუბრუნდნენ სამიტის ჩატარებას. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამიტი სავარაუდოდ, გაიმართება სინგაპურში, დაგეგმილ დღეს, 12 ივნისს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. 26 მაისს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. სამხრეთ კორეის ლიდერის თანახმად, კიმ ჩენ ინი დათანხმდა აშშ-ის ლიდერთან შეხვედრას 12 ივნისს და მკაფიოდ განაცხადა, რომ „სამხრეთ კორეის ნახევარკუნძული თავისუფალი უნდა იყოს ბირთვული იარაღისაგან.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG