Accessibility links

ელტონ ჯონის თქმით სომხეთი „ცვლილებათა ცუნამს“ განიცდის


ელტონ ჯონი და დევიდ ფარნიში

მომღერალი ელტონ ჯონი და მის მეუღლე, დევიდ ფარნიში აცხადებენ, რომ მათთვის სასიამოვნოა მონაწილეობდნენ და დაეხმარონ სომხეთს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, რომელიც „ცვლილებათა ცუნამს“ განიცდის. ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ერევანში ჩავიდა 27 მაისს, როგორცთავისივე სახელწოდების, ელტონ ჯონის შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის წარმომადგენელი, რათა დახმარება გაუწიოს სომხეთის ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ერევანი ჩემი სიყვარულია“( Yerevan My Love). ელტონ ჯონის თქმით, მისი აზრით სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ხელისუფლების სათავეში მაისის დასაწყისში აგორებული საპროტესტო მოძრაობის ტალღამ აიყვანა, შესწევს ძალა, რათა ქვეყანაში ვითარება „უკეთესობისაკენ შეცვალოს“. როგორც ელტონ ჯონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მას სურს სომხეთში შეიქმნას უსაფრთხო გარემოს შიდსის დაავადების ტესტირებისათვის, სურს დაეხმაროს საზოგადოებას, რათა მოიშოროს როგორც ამ დაავადებასთან ასოცირებული, ისე ლგბტ-თემის წევრობასთან დაკავშირებული სტიგმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG