Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ორი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების მიერ ორგანიზებული და თვითმკვლელი მოიერიშის მიერ, დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ჰელმანდის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის, ომარ ზვაკის ინფორმაციით, თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმულ ავტომანქანაში თავი აიფეთქა სამხედრო ბაზის შესასვლელთან ნად ალის რაიონში. 27 მაისს მომხდარი იერიშის შედეგად დაჭრილია კიდევ ოთხი ავღანელი ჯარისკაცი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში მძლავრად არის წარმოდგენილი. თალიბანის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ოპიუმი, რომელიც ყოველწიურად იწარმოება ჰელმანდის პროვინციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG