Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეებმა დაანონსეს ახალი აქციის გამართვა


პარლამენტის წინ გამართული აქციის „ნუ მომკლავ“, მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. როგორც „სამართალდამცველთა ლიგის“ წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის პირველი და მთავარი მოთხოვნაა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც მის შვილზე ხელი ასწია, პასუხი აგოს მირზა სუბელიანმა და ყველამ, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა, პასუხი აგონ საქმის გამყალბებელმა პროკურორებმა.„ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული, რომ ეს ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ შევდივართ ამ ბრძოლაში და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - განაცხადა კუპრავამ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურას დრო საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე და მაქსიმუმ განაჩენის გამოცხადების დღემდე მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG