Accessibility links

ანატოლი ბიბილოვს ყოველ ხუთ წელიწადში ერთი აღიარების იმედი აქვს


ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ამ წლის ბოლომდე „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ შესაძლოა, აღიაროს მსოფლიოს კიდევ ერთმა ქვეყანამ. რუსულ სააგენტო „ტას“-თან ინტერვიუში ბიბილოვს კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.

„სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესს ვერ შეაჩერებ. ჩვენ ხუთ წელიწადში ერთხელ ერთი ქვეყანა გვაღიარებს და თანდათან მივიღებთ დამოუკიდებლობის სრულად აღიარებას“ - განაცხადა ბიბილოვმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობენ და „მართავენ ნებისმიერ მოლაპარაკებას“ ქვეყნებთან, რომლებიც პოტენციურად მზად არიან აღიარონ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. „მაგრამ, როცა ეს ინფორმაცია მიდის ჩვენს პარტნიორებამდე საქართველოში, მაშინვე იწყება ამ ქვეყნებზე ზეწოლა, მათ შორის აშშ-ის მხრიდან. ამიტომ, ჩვენ ურთიერთობების ცოტა სხვა გზა ავირჩიეთ და ფაქტების მიხედვით ვიმუშავებთ“ - განაცხადა ბიბილოვმა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG