Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა ბელგიაში მომხდარი თავდასხმის შედეგად


თავდსხმის ადგილი ქალაქ ლიეჟში
თავდსხმის ადგილი ქალაქ ლიეჟში

სამი ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი დაიღუპა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებს, შემდეგ კი მძევლად აიყვანა ახლომდებარე სკოლის დამლაგებელი და გაქცევა სცადა. თავდამსხმელი ადგილზე მისულმა სპეცრაზმელებმა მოკლეს. ორი პოლიციელის გარდა, დაიღუპა შემთხვევის ადგილას, ავტომანქანაში მყოფი მძღოლი. დაჭრილია პოლიციის ორი თანამშრომელი. ბელგიის პროკურატურის წარმომადგენელმა, ერიკ ვან დერ სიპტმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბელგიური ტელეკომპანიის, RTBF-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი იყო წარსულში ხულიგნობისთვის გასამართლებული, 36 წლის ბენჟამენ ერმანი. თავდასხმის გამო ლიეჟში გაემგზავრნენ ბელგიის მეფე ფილიპი და პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG