Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად გაიხსნა საქართველოზე გამავალი "სამხრეთის გაზის დერეფანი"


პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხსნის "სამხრეთის გაზის დერეფანს." 2018 წლის 29 მაისი
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხსნის "სამხრეთის გაზის დერეფანს." 2018 წლის 29 მაისი

დღეს ბაქოში გაიმართა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია. ამ დერეფნით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივ გაზს მიიღებენ ევროპის ქვეყნები. ცერემონიაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „სამხრეთის დერეფნის“ გახსნას უწოდა ისტორიული, დროული და ბრძნული ნაბიჯი. ილჰამ ალიევის განცხადებით, პროექტის რეალიზაციაში აზერბაიჯანთან ერთად მონაწილეობენ საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი და იტალია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ეტაპზე პროექტს შეუერთდებიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ჩერნოგორია. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მასშტაბის პროექტების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რეგიონულ თანამშრომლობას, რომლის ძლიერი ფორმატი შექმნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტებმა. პრეზიდენტმა ალიევმა საქართველოსა და თურქეთის მთავრობების გარდა, მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, რომელიც მისი თქმით, ყოველთვის იყო ამ პროექტების აქტიური მხარდამჭერი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG