Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირი ნიუ-იორკში ჩადის სამიტის გეგმაზე სასაუბროდ


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მაღალი რანგის ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირი ჩადის ნიუ-იორკში, რათა გამართოს მოლაპარაკება ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის მოსამზადებლად. ტრამპმა 29 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ აშშ-მა შექმნა „დიდებული გუნდი“ ჩრდილოეთკორეელების დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად და რომ გრძელდება სამიტის მოსამზადებელი პროცესი. მისივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელი კიმ იუნ ჩოლი „მიემართება ნიუ-იორკში. სოლიდური პასუხია ჩემს წერილზე, მადლობას გიხდით!“ კიმ იუნ ჩოლი არის ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ორ კორეას შორის ურთიერთობაზე მუშაობა ევალება. სამხრეთ კორეის მედიის თანახმად, ის 30 მაისს ჩავა შეერთებულ შტატებში. ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 12 ივნისს სინგაპურში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ უარს ამბობს მასზე. ვაშინგტონი მიზნად ასახელებს კორეის ნახევარკუნძულის სრულ დენუკლეარიზაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG