Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში სათანადოდ არ რეაგირებენ ქალთა მიმართ ძალადობაზე


გაეროს შეფასებით, ავღანეთში ხშირად დაუსჯელი რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, „ღირსების დასაცავი მკვლელობების“ ჩათვლით. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა და ავღანეთში გაეროს მხარდაჭერმა მისიამ 29 მაისს გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში შუამავლების ჩართვა ხშირად მთავრდება იმით, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილებს არ ასამართლებენ და სასჯელს არ უფარდებენ. ანგარიშის თანახმად, მსხვერპლს ხშირად აიძულებენ, დათანხმდნენ შუამავლების ჩართვას, ანუ მეთოდს, რომელსაც ადგილობრივ ლიდერები და საბჭოები იყენებენ კონფლიქტების მოსაგვარებლად. ანგარიშში განხილულია ქალთა მიმართ ძალადობის 237 შემთხვევა, რომლებიც აღირიცხა 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში; „ღირსების დასაცავი“ 280 მკვლელობა 2016 და 2017 წლებში და საუბრები 1826 შუამავალთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG