Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულმა კომისიამ ნდობა გამოუცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს


კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა კომისიამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილისადმი ძიუდოისტების მიერ წაყენებული ბრალდებები გამოიკვლია და ფედერაციის პრეზიდენტს ნდობა გამოუცხადა.

„დავით ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – უთხრა ჟურნალისტებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ცოტა ხნის წინ დასრულებული კომისიის დასკვნითი სხდომის შემდეგ და დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

კომისიის დასკვნით, სხდომას მინისტრის გარდა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სამინისტრო სხდომის დასრულებამდე დატოვა კომისიის წევრმა შოთა ხაბარელმა, რომელიც კომისიის საბოლოო დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს კი კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. სპორტსმენებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომამდე ვარჯიშის განახლებას არ აპირებენ, რამდენიმე დღის წინ გამოუცხადეს უნდობლობა კომისიას და მასში გაწევრიანებული სპორტის მაღალჩინოსნები დავით ქევხიშვილის მფარველობაში დაადანაშაულეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG