Accessibility links

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი


ნიკოლ ფაშინიანი

დღეს თბილისში გაიმართება საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდება ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი დაესწრებიან სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართება.საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. სომხეთის ახალი ამბების სააგენტო საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შეხვდება.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ელკის“ ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 8 მაისს დაიკავა მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად პრემიერის თანამდებობიდან გადადგა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG