Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ასადის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების აღიარების შესახებ რეალობას ვერ შეცვლის


ჰიზერ ნოიერტი
ჰიზერ ნოიერტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადს მხარს რუსეთის რეჟიმი უჭერს. ნოიერტის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "ასადის რეჟიმის რბილად რომ ვთქვათ, წინდაუხედავი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის რეალობას, ან ამ საკითხში ჩვენს პოზიციას“ - განაცხადა 29 მაისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჰიზერ ნოიერტმა.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ დაიწყო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პროცედურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG