Accessibility links

უკრაინაში პატივს მიაგებენ მოკლული ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს ხსოვნას


კიევში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს ხსოვნის პატივსაცემად. აქციის მონაწილეებმა საელჩოს ჭიშკარზე გამოაკრეს ჟურნალისტის ფოტოები. დღეს საღამოს აქციები იგეგემება მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშიც. ცნობილი რუსი ჟურნალისტი 29 მაისს მოკლეს კიევში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ბაბჩენკოს ზურგში სამჯერ ესროლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიება განიხილავს ორ ძირითად ვერსიას - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო პოზიციას. უკრაინის მთავრობამ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. კიევის ბრალდებას სისულელე და პროვოკაცია უწოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა.

არკადი ბაბჩენკო რუსეთში საქმიანობისას თანამშრომლობდა არაერთ გამოცემასთან, მათ შორის „ნოვაია გაზეტასთან“ და ხშირად აკრიტიკებდა პუტინის ხელისუფლებას. ჟურნალისტმა რუსეთი 2017 წელს დატოვა მუქარის და შესაძლო დაპატიმრების გამო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG