Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI: რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რიცხვი შემცირებულია


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

კითხვაზე ემხრობით თუ არა რუსეთთან შემდგომ დიალოგს? შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 46% დადებითად პასუხობს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რიცხვი 2010 წლის შემდეგ - მაშინ იგივე კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა 70%-ს ჰქონდა.

ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით იმ ფაქტს, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ 2008 წლის შემდეგ ისევ ავლენდა აგრესიას? ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ ემხრობა ამ აზრს, ხოლო 7% ამ აზრს არ იზიარებს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია დასრულდა თუ კვლავაც გრძელდება საქართველოს მიმართ? - გამოკითხულთა 84% ამბობს, რომ აგრესია ისევ გრძელდება და მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია დასრულებულია.

ისევ რუსეთთან მიმართებით დასმულ შეკითხვაზე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში რუსეთთან ქვეყნის არსებული ურთიერთობის ფონზე, 37% აცხადებს, რომ უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს ვიდრე საფრთხეში, 36% ამბობს, რომ პირიქით, საფრთხის შეგრძნება მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG