Accessibility links

IRI: “ქართულ ოცნებას” ხმას არასოდეს მისცემდა გამოკითხულთა 27%


IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27 % “ქართულ ოცნებას” არასდროს მისცემდა ხმას. იმავე შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს, 24% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 10 % კი - „დემოკრატიულ მოძრაობას“. 9 % ხმას არასოდეს მისცემდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს“. რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს? - ამ კითხვის პასუხად 27 % „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 17 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 7 % კი - „ევროპულ საქართველოს“. 5 % ხმას მისცემდა „ლეიბორისტულ პარტიას“. შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 10-22 აპრილში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილება +/- 2,5%-ია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG