Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6,5% იყო


ფოთის პორტის ტერმინალი
ფოთის პორტის ტერმინალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5% შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდამ 5,5%. „საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG