Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აუცილებელია ჩამოყალიბდეს ანტიანექსიური პოლიტიკა"


"აუცილებელია ჩამოყალიბდეს ანტიანექსიური პოლიტიკა"
please wait

No media source currently available

0:00 0:22:19 0:00

30 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) დირექტორი. მან ილაპარაკა სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. კორნელი კაკაჩია თვლის, რომ საქართველოს დიპლომატიას არ აქვს მოდუნების ფუფუნება და, ალბათ, მას მეტად უნდა ეაქტიურა ირანთან და ევროკავშირთან, რომლებსაც სირიაზე ზეგავლენის გარკვეული ბერკეტები აქვთ. მომხდარის ფონზე, კორნელი კაკაჩია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთთან ე.წ. "პრაგმატული" პოლიტიკის გაგრძელების რაციონალურობას და თვლის, რომ საჭიროა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა იზრუნონ ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, მათ შორის - ანტიანექსიური პოლიტიკის შექმნაზე, რომლის განხორციელებაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაც უნდა მოხდეს. რუსეთისთვის ნათელი უნდა იყოს, რა ფასი ექნება ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG