Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმა მოხდა შსს-ს შენობასთან


ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები შსს-ს შენობასთან. ქაბული, 2018 წლის 30 მაისი
ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები შსს-ს შენობასთან. ქაბული, 2018 წლის 30 მაისი

ქაბულში თავდასხმა მოხდა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. პოლიციის ინფორმაციით, სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და სამინისტროში შეღწევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდვანმა ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ლიკვიდირებულია შვიდივე თავდამსხმელი. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პოლციელი.

ქაბულში მომხდარ თავდასხმამდე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ავღანეთის ლოგარის პროვინციაში, პოლიციის შენობასთან. დაიღუპა პოლიციის სამი ოფიცერი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG