Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა დაგმო ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა


ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოსკოვში, ოპოზიციის მიტინგის დროს. 2013 წლის 31 მაისი
ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოსკოვში, ოპოზიციის მიტინგის დროს. 2013 წლის 31 მაისი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გმობენ კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობას. პესკოვის თქმით, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ჩატარდება რეალური და არა საჩვენებელი გამოძიება. „ტრაგედია მოხდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე. მას ჰყავდა დიდი ოჯახი, რომელმაც მარჩენალი დაკარგა. ვუსამძიმრებთ ნათესავებს და ახლობლებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თქმით, ბოლო ხანს უკრაინა გახდა ჟურნალისტებისთვის საშიში ადგილი, სადაც მათ კლავენ და აძევებენ და ამას საერთაშორისო თანამეგობრობისგან უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაქცია.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი 29 მაისს მოკლეს კიევში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა არკადი ბაბჩენკოს ზურგში სამჯერ ესროლა. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა რუსეთი 2017 წელს დატოვა მუქარის და შესაძლო დაპატიმრების გამო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, რომელმაც გროისმანის თქმით, ჟურნალისტს არ აპატია წესიერება და პრინციპულობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG