Accessibility links

უკრაინის უშიშროების სამსახური: ჟურნალისტი ბაბჩენკო ცოცხალია


უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ ჰრიცაკის განცხადებით, რუსი ჟურნალისტი და კრემლის ოპონენტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. წინა დღეს, 29 მაისს გავრცელდა ცნობა კიევში ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ. მაგრამ 30 მაისის ბრიფინგზე, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამართა, ბაბჩენკო პირდაპირ ეთერში გამოჩნდა და განაცხადა, რომ ცნობები მისი მკვლელობის შესახებ იყო ნაწილი ოპერაციისა, რომელსაც ორი თვე ამზადებდნენ. როგორც ბრიფინგის დროს ჰრიცაკმა უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის უშიშროების სამსახურს გაცემული ჰქონდა დავალება, მოეკლათ არკადი ბაბჩენკო. ბრიფინგის დროს ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის უშიშროების სამსახურს მისი გადარჩენისათვის. კიევის პოლიციამ და უკრაინის შინგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 29 მაისს გამოაცხადეს, რომ ბაბჩენკო გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომლითაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ მას შემდეგ, რაც მას კიევში, მისსავე ბინასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის 2017 წლის აგვისტოში გადასახლდა უკრაინაში რუსეთიდან, სადაც მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG