Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოიგერიეს შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოწყობილი თავდასხმა


ქაბულში მოიგერიეს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოწყობილი თავდასხმა, რომლის მსვლელობაშიც ერთი პოლიციელი და ყველა თავდამსხმელი დაიღუპნენ. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმა დაიწყო აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპლექსის პირველ ბლოკპოსტთან, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უშიშროების ძალებს. თავდასხმაში, რომელზე პასუხისმგებლობაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მონაწილეობდა შვიდი შეიარაღებული პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნაჯიბ დანიშმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უშიშროების ძალებმა შვიდივე კაცი მოკლეს. თავდასხმის ფონია თალიბებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი მოკავშირეების გააქტიურება ქაბულში, სადაც ბოლო თვეების თავდასხმებმა ასობით ადამიანი შეიწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG