Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულით გახსნეს მსოფლიოს ჩემპიონატი


საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი შთამბეჭდავი თამაშით გახსნა და დიდ სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა.
30 მაისს, ახალგაზრდა ბორჯღალოსნები საფრანგეთში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 17:12 მოუგეს. შესვენების შემდეგაც ბევრი
პრობლემა შეუქმნეს უძლიერეს მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ 27:33 დამარცხდნენ და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს-ქულა მიიღეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა ირლანდიას აჯობა - 26:24. მეორე ტურში ქართველი მორაგბეები ფრანგებს ეთამაშებიან.

მატჩი 3 ივნისს, ბეზიეში შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG