Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა იცოდა „ბაბჩენკოს გადარჩენის“ სპეცოპერაციის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირების დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ.

„ მე ამის შესახებ ვიცოდი. ადმინისტრაციაში ჩემს გარდა, სხვამ არავინ იცოდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არკადი ბაბჩენკოსთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვასილი გრიცაკი.

პოროშენკომ „ჟურნალისტის სიცოცხლის გადასარჩენად ჩატარებული ბრწყინვალე“ ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ბაბჩენკოსა და მისი ოჯახისთვის ოცდაოთხსაათიანი დაცვის უზრუნველყოფის განკარგულება გასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG