Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ


თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, დავით სალარიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2 არასრულწლოვანის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თანახმად,“ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის საქმესთან მიმართებით. მეორე ბრალდებულს კი, გადაუკვალიფიცირდა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული ბრალი დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით.“

სასამართლო ცალკე იმსჯელებს იმაზე, თავისუფლების აღკვეთის ზომად სასჯელის რა სახეს გამოიყენებს.

მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი მოზარდების მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს. არასრულწლოვანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი. არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელის უმაღლესი ზომა თავისუფოლების 12 წლით აღკვეთაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG