Accessibility links

ზაზა სარალიძე: „დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე...გთხოვთ, დამიდექით გვერდში“


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ითხოვს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას: „მე არ მინდა შოთაძესთან შეხვედრა, დაუყოვნებლივ გადადგეს და დააკავოს ჩემი შვილის მკვლელი მთელ საქართველოს, ყველას გემუდარებით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. დამიდექით გვერდში... სისტემა უნდა დავანგრიოთ“. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2 არასრულწლოვანის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თანახმად,“ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის საქმესთან მიმართებით. მეორე ბრალდებულს კი, გადაუკვალიფიცირდა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული ბრალი დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით.“ სასამართლო ცალკე იმსჯელებს იმაზე, თავისუფლების აღკვეთის ზომად სასჯელის რა სახეს გამოიყენებს. მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი მოზარდების მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს. არასრულწლოვანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელის უმაღლესი ზომა თავისუფლების 12 წლით აღკვეთაა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG