Accessibility links

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე: „საქმე სრულყოფილი გამოძიების გარეშე გადაეცა სასამართლოს“


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ვერ გამოვლინდა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი. „ერთ-ერთი ბრალდებული, ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში, დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სალარიძის საქმესთან მიმართებაში, მაგრამ მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მიმართულებით. ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსურობას, იმას, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს ვერ იქნა დასაბუთებული, მოსამართლეს სხვა გზა აღარ ჰქონდა, სრულ სიმართლეს ხედავდა საქმეში. ეხლა მაინტერესებს პროკურატურა რა პასუხს გაგვცემს ამ განაჩენთან დაკავშირებით. სად არის მკვლელი, ვინ მიაყენა ამდენი ჭრილობა დავით სარალიძეს? მონაწილეობდნენ თუ არა მკვლელობაში სხვა პირები ამაზე მსჯელობა დღეს არ ყოფილა, ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ დავით სარალიძის მიმართ გამოყენებული იყო არაერთი იარაღი. განაჩენი ადასტურებს, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილად ჩატარებული და საქმე ისე გადაეცა სასამართლოს.“

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG