Accessibility links

ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა მთავარ პროკურატურასთან დიალოგზე


ზაზა სარალიძე

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს შესთავაზა პროკურატურის შენობაში შესვლა უწყების შეთავაზებების გაცნობის მიზნით. ზაზა სარალიძემ კატეგორიული უარი განუცხადა პროკურატურის წარმომადგენელს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მთავარი პროკურორის გადადგომა. ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ 14:00 საათზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გასაჯაროვდება მათ შორის ის შეთავაზებები, რომლებიც უწყებას აქვს ზაზა სარალიძის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG