Accessibility links

რომან კაკულია არასრუწლოვანთა მკვლელობის საქმეზე კომისიის შექმნის მომხრეა


რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარე, რომან კაკულია უმრავლესობას ურჩევს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე კომისისიის შექმნას დათანხმდეს: „ეხლა არაორდინარული სიტუაციაა. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ იმ მეორე პროცესშიც, რომელიც გაგრძელდება, ჩვენ, პარლამენტი ვართ მათ გვერდით. ჩემი აზრით, რატომ შეუქმნის ეს რაიმე პრობლემას ამ პროცესს, მართალი გითხრათ არ მესმის. წარმოვიდგინოთ, რომ მეორე ისნტანციაზეც იგივე შედეგი დადგა, გამორიცხული ხომ არ არის? მესამეზეც რომ იგივე შედეგი დადგეს ამიტომ მე ვერ ვხედავ იმ მიზეზს, რომ ვიფიქრო, რომ სხვა ინსტრუმენტების ამოწურვას დაველოდოთ და მერე შეიიქმნას კომისია. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მათ უნდა ვუთხრათ, რომ მთელს ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი უნდობლობა არ გვაქვს იმ პროცესის მიმართ, მათთან ერთად ვართ. ეს გადაწყვეტილება უფრო სერიოზულია ჩემი აზრით, უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე ნებისმიერი ის ლოგიკა, რომლითაც როგორც წესი, იქმნება ხოლმე საგამოძიებო კომისიები“-განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რომან კაკულიამ.

კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატების დახურულ კონსულტაციაზე, პლენარული სხდომის დაწყებამდე მიიღებენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერები მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებამ ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, ვინ მოკლა არასრუწლოვანი დავით სარალიძე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG