Accessibility links

ირაკლი შოთაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი. გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან პროკურატურამ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა წარუდგინა და სასამართლომ ეს არ გაიზიარა“-განაცხადა მთავარმა პროკურორმა. „გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობ და ველოდებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში. სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია და ამას აუცილებლად დავასაბუთებთ ჩვენს სააპელაციო საჩივარში“-აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

დღეს საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო ორი პირი-ერთი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში გამტყუნდა, ხოლო მეორე დავით სარალიძის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, ღიად დარჩა მთავარი შეკითხვა-ვინ მოკლა დავით სარალიძე?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG